All Your Favourite Bitches and Witches

The Why Not Gallery და ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე მოხარულია მოგიწვიოთ ჯგუფურ გამოფენაზე All Your Favourite Bitches and Witches.

ექსპოზიცია დამთვალიერებელს წარმოუდგენს ქართველი ხელოვანი ქალების ახალ თაობას, განსხვავებული ხელწერითა და მუშაობის ტექნიკით. წარმოდგენილი ნამუშევრები განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა იდენტობა, გენდერული როლები და სტერეოტიპები, პირადი ისტორიები თუ კოლექტიური მეხსიერება, მისტიციზმი და კლიშე.

შოკისმომგვრელი, მაგრამ მიმზიდველი, იუმორნარევი და ანცი, ვიზუალურად მიმზიდველი და თან შემზარავი - ამ ურთიერთგამომრიცხავი განცდების ერთობა არის ის მთავარი ხაზი, რაც გამოფენას გასდევს და მასში აერთიანებს სხვადასხვა ნამუშევრებს.

გამოფენა ერთგვარი პასუხია ზოგად მსოფლიო ტენდენციაზე, სადაც ძლიერი ქალი დაწინაურდა და თავის ადგილს იმკვიდრებს, როგორც სუბიექტი და საკუთარი თავის პატრონი. ექსპოზიცია ასევე რეფლექსირებს ლოკალურ სახელოვნებო სივრცეზე, სადაც სულ უფრო და უფრო დომინირებენ განსაკუთრებულად საინტერესო ხელოვანი ქალები. გამოფენის სათაური ერთგვარი ხუმრობაა იმ ორ წამყვან იარლიყზე, რომელსაც დამოუკიდებელ, ძლიერ ქალებს აწებებენ ხოლმე, მათი დამცირების და გარიყვის მიზნით. მათ, ვისაც საკუთარი აზრის გამოთქმის სურვილი აქვთ: ან ჯადოქრებს უწოდებენ და წვავენ, ან ძუკნებს არქმევენ და მათზე ძალადობენ. სათაური ხაზს უსვამს ამ ფიქსაციას, რომელიც თითქოს ზიზღნარევი და ნეგატიური დამოკიდებულებაა, მაგრამ სინამდვილეში, ხშირად, ძლიერი მიზიდულობით და შეპყრობილი მიჯაჭვულობითაა გამოწვეული. სინამდვილეში კი, თანამედროვე ჯადოქრებს ეს იარლიყები ვეღარ გააჩერებენ, პირიქით, ეს მათთვის ბრძოლის გაგრძელების მოტივაცია და დაბრკოლებაა, რომელსაც წამში გაანადგურებენ!

მონაწილე ხელოვანები: ანი გურაშვილი, ელენე ლაპიაშვილი, ქეუ მეფარიშვილი, ანა ჩადუნელი, გვანცა ჯიშკარიანი.

The Why Not Gallery and Contemporary Art Space Batumi are glad to present a group exhibition All Your Favourite Bitches and Witches.

 

The exhibition presents the new generation of Georgian female artists who have distinct working methods and signature styles. Works concerned deal with topics such as identity, gender roles and stereotypes, personal stories and collective memory, mysticism and cliché.

Shocking but enticing, playful but gruesome, visually pleasing but bizarre- these mutually exclusive sensations are the main narrative that follows the exhibition and brings together such diverse works.

 

The exhibition is a response to the general world trend, where women excelled and are gradually reclaiming themselves. The exposition reflects on the local arts scene too, that is being dominated by exceptionally interesting female creatives.

The exhibition title is a playful contemplation on the two dominating labels that independent, strong women are often labelled with in order to humiliate and oppress them. They, who wish to express their opinions are called witches and burnt, or called bitches and are abused. The specific combination of the title highlights this fixation that is seemingly infiltrated with hatred, but in reality, often, it is caused by strong attraction and obsessive attachment.

In fact, modern witches cannot be stopped with these labels, on the contrary, they serve as a motivation for them to continue the fight, an obstacle which will be destroyed in seconds!

Participating artists: Ana Chaduneli, Ani Gurashvili, Gvantsa Jishkariani, Elene Lapiashvili, Qeu Meparishvili 

 
hello